სასკოლო დიაგნოსტიკური შეფასებების მოდელის დანერგვის მიზნით სსიპ - "შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი" იწვევს სკოლის მასწავლებლებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ დაესწრონ ორკვირიან სამუშაო შეხვედრებს და შეისწავლონ ტესტური დავალებების შექმნის მეთოდოლოგია ცენტრის ექსპერტებთან ერთად. სამუშაო შეხვედრებს ჩაატარებს მსოფლიო ბანკის მიერ მოწვეული კონსულტანტი, რის გამოც სამუშაო ენა იქნება ინგლისური. ამდენად, ტრენინგებში მონაწილეობისთვის ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა.
მსურველებს მოეთხოვებათ პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილების დამადასტურებელი ცნობისა და ბიოგრაფიის (CV საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით) წარმოდგენა შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: naec@naec.ge
ტრენინგები ჩატარდება შემდეგ საგნებში: მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, უცხოური ენა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია.
წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევის შემდეგ იმ კონკურსანტებს, რომლებიც წარმატებით გადალახავენ განაცხადების გადარჩევის ეტაპს, ჩაუტარდებათ ტრენინგები 2023 წლის 3 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით. სამუშაო შეხვედრები გაგრძელდება დღეში დაახლოებით 6 საათი (მცირე შესვენებებით).
შეხვედრების დასრულების შემდეგ შერჩეულ მონაწილეებს გაუფორმდებათ შრომითი ხელშეკრულებები. დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: (+995 32) 247 33 33.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 27 მარტი.