სკოლებს კონკრეტული ვადები განესაზღვრათ - საგანამანათლებლო დაწესებულებებს კონსულტაციებს გაუწევენ
23-03-2023

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა, რომლებმაც ავტორიზაცია გაიარეს  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დამტკიცებამდე, 2024 წლის 1 სექტემბრისთვის უნდა უზრუნველყონ თავიანთი საქმიანობის ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობა „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების“ შესაბამისად.

„ზოგადი განათლების ხარისხის განვითარების ქვეპროგრამის“ ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეუძლიათ, ახალი სტანდარტების დანერგვისა და ადმინისტრაციული წარმოებების საკითხებში, ისარგებლონ ინდივიდუალური მხარდაჭერითა და კონსულტირებით.

ზემოხსენებული მიზნით, დაწესებულებებს შეუძლიათ, კითხვები  გადმოგზავნონ შემდეგ მისამართზე - schools-consulting@eqe.ge,  ასევე დაემატონ Facebook პლატფორმაზე, დახურულ ჯგუფში-  https://www.facebook.com/groups/988736021676879 .

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203