დილითის საჯარო სკოლაში პროექტ „ჩემი ჯარი“- ს პრეზენტაციამ მოსწავლეების დიდი დაინტერესება გამოიწვია
25-04-2018
დილითის საჯარო სკოლაში პროექტ ,,ჩემი ჯარის“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას, მე-9 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით, 56 მოსწავლე დაესწრო.
პრეზენტატორმა მოსწავლეებს შემდეგი ინფორმაცია წარუდგინა:
საქართველოს შეიარაღებული ძალების მიზანი და ამოცანა; საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორია; თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები; სავალდებულო და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის შესახებ; განათლების შესაძლებლობების შესახებ შეიარაღებულ ძალებში; ნატო- საქართველოს ურთიერთობების შესახებ; საქართველოს საერთაშორისო მისიების შესახებ; საერთაშორისო წვრთნების შესახებ.
პრეზენტაციის დასასრულს, დამსწრე საზოგადოებამ სამხედრო წვრთნების შესახებ ფილმი იხილა.
როგორც მოსწავლეებმა აღნიშნეს, საქართველოში არსებული სამხედრო სასწავლებლებით დაინტერესდნენ.