ყარაჯალის საჯარო სკოლაში მათემატიკის და ისტორიის კლუბი სახელწოდებით „საქართველო - სამშობლო“ აქტიურად მუშაობს.
კლუბის საქმიანობა ისტორიული ძეგლების გაცნობას და მათ უკეთ შესწავლას ითვალისწინებს.
ცოტა ხნის წინ მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად ლაშქრობა მოაწყვეს.
სკოლის დირექციის ცნობით, მსგავსი სახის აქტივობები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
იხილეთ ფოტოები