სამტრედიის N3 საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილმა ღონისძიებამ მაყურებელზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა
25-04-2018

სამტრედიის N3 საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კვირეულის ფარგლებში სკოლაში არაერთი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც სკოლის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ. 

კვირეულის დასასრულს კი II კლასის მოსწავლეებმა მაყურებლის წინაშე ღონისძიება - „ენა ბურჯია ერისა!“ წარადგინეს. 

მეორეკლასელებმა მათთვის გასაგებ ენაზე ქართული ენისა და ანბანის შესახებ ისაუბრეს, მაყურებელს იაკობ გოგებაშვილის ცხოვრება-მოღვაწეობასა და დედა ენის შექმნის ისტორია უამბეს და 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებიც აღნიშნეს. 

„ლამაზი ინტერიერი, ლამაზად შესრულებული სიმღერები და ცეკვები, გამართული მეტყველებით წაკითხული დედა ენისა და ანბანისადმი მიძღვნილი ლექსები სკოლის დირექციამ და რესურსცენტრის წარმომადგენლებმა შეაფასეს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.  

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.

იხილეთ ვიდეოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203