ხაიშის საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიებები მიმდინარეობს
25-04-2018
ხაიშის საჯარო სკოლა ყველა მნიშვნელოვან თარიღს აღნიშნავს და ღონისძიებებით ეხმიანება. 

პირველი კლასის მოსწავლეებმა ზეიმი „შემოდგომის ფერები“ გამართეს. 
 
მოსწავლეებმა თავიანთი შემოქმედებითი მხარე წარმოაჩინეს. 

ზეიმს კლასის დამრიგებელი ასმათ დავითიანი და მოწვეული პედაგოგი თამარ დეკანოსიძე ხელმძღვანელობდნენ. 

პირველი კლასის მოსწავლეები არანაკლებ საინტერესო პროგრამით წარსდგნენ საახალწლო ზეიმზე. 

პატარა მსახიობებმა სპექტაკლი „საშობაო ზღაპარი“ წარმოადგინეს. 

სკოლაში სპორტულ და ჯანსაღი ცხოვრების წესს დიდი ყურადღება ექცევა. 

„მხიარულ სტარტებში“ სკოლის 4 გუნდი მონაწილეობდა: „გორდა“, „ადრენალინი“, „ედელვაისი„ და „მერანი“. 

შეჯიბრებაში „გორდამ“ გაიმარჯვა. 

მონაწილეებს მედლები, სერტიფიკატები და დიპლომები გადაეცათ. 

ქალთა დღე სკოლაში კონცერტით აღინიშნა, რომელმაც მაყურებლის მოწონება დაიმსახურა. 

სკოლის მოსწავლეებს არც დაუნის სიდრომის საერთაშორისო დღე გამორჩათ. 

დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა და მუსიკის მასწავლებელმა თამარ დეკანოსიძემ პრეზენტაცია ჩაატარეს დაუნის სინდრომზე ცნობიერების ამაღლების მიზნით. 

პრეზენტაციას მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203