გაფრთხილება აბიტურიენტებს - ეს მონაცემი უნდა გადაამოწმოთ 3 აპრილამდე
01-04-2023
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს აფრთხილებს. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი 3 აპრილს სრულდება და ვადის ამოწურვის შემდეგ აბიტურიენტები გამოცდებზე რეგისტრაციას ვეღარ გაივლიან.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ 3 აპრილის 18:00 საათის შემდეგ აბიტურიენტს აღარ აქვს უფლება შეცვალოს სარეგისტრაციო განცხადებაში შეცვალოს საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა (ქალაქი).
რეგისტრაციის მოერე ეტაპის დასრყლდებამდე, ანუ 13 აპრილის 18:00 საათამდე აპლიკანტებს შეეძლებათ ჩასაბარებელი საგნის შეცვლა (წაშლა, დამატება), გამოცდის ენის შეცვლა ან კონკურსის (შემოქმედებითი ტურის) არჩევა.