მასწავლებლების შეფასების 3 ძირითადი პრინციპი - დოკუმენტი
22-03-2023

მასწავლებლებისთვის პროფესიული წინსვლის დოკუმენტი საჯარო სკოლებში უკვე გადაიგზავნა, სადაც დეტალურადაა გაწერილი ყველა ის აქტივობა, რომელიც წამყვანობისა და მენტორობის მსურველებმა უნდა შეასრულონ.


სკოლებმა ახალი დოკუმენტი მიიღეს - პრაქტიკული საქმიანობის დეტალები ცნობილია

ამავე დოკუმენტში საუბარია მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და შეფასების ძირითად პრინციპებზეც.

პრინციპი 1 - პროფესიული განვითარება არის ყოველდღიური, მიმდინარე პროცესი - პროფესიული განვითარების პროგრამების შემუშავებისას, აქცენტი გადასულია სწავლისა და გაგების პროცესსა და მხარდაჭერაზე.

პრინციპი 2 - მასწავლებელი იღებს ინტენსიურ, კონსტრუქციულ უკუკავშირს - კონსტრუქციული მიდგომა და უკუკავშირი დაფუძნებულია კოლეგების მხარდაჭერასა და გუნდურ მუშაობაზე, მიზნობრივ დაგეგმვაზე, პროცესების მონიტორინგსა და რეფლექსიაზე. ძირითადად, ასეთი ტიპის უკუკავშირი ხორციელდება თანამშრომლობით გარემოში - ქოუჩინგის, კრიტიკულ მეგობრის ინსტიტუტის, სასწავლო ჯგუფის ფორმატში, რაც საშუალებას აძლევს მასწავლებელს, მოსინჯოს საკუთარი ძალები, განახორციელოს ექსპერიმენტები და განავითაროს ორიგინალური ხედვა. კონსტრუქციულ უკუკავშირში მნიშვნელოვანი ხვედრითი წილი უკავია მოსწავლეების მიღწევების ანალიზს.

პრინციპი 3 - სასკოლო საზოგადოების წევრებს შორის არსებობს ურთიერთნდობა - აუცილებელია, სასკოლო საზოგადოების წევრებს შორის ურთიერთობები დამყარებული იყოს ნდობასა და მხარდაჭერაზე. პროფესიული განვითარება ორიენტირებული უნდა იყოს მასწავლებლების განვითარებაზე. სასკოლო საზოგადოების წევრები უნდა იზიარებდნენ პასუხისმგებლობას ხარისხიან განათლებაზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203