შეიძლება თუ არა სხვადასხვა კლასში ერთი და იმავე კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა?
26-03-2023

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ფარგლებში სკოლებში კომპლექსური დავალებები დამკვიდრდა. თანამედროვე სწავლებაში სასწავლო თემის შესწავლის აუცილებელი კომპონენტები გახდა: ცნებები, მკვიდრი წარმოდგენები, საკვანძო შეკითხვები და აღნიშნული კომპლექსური დავალებები, რომლებიც მოსწავლეს ხელს უწყობს, მრავალმხრივ გაიაზროს ნასწავლი მასალა.

მასწავლებლებს არაერთი ტრენინგი ჩაუტარდათ, რათა მათ კომპლექსური დავალების პირობისა და შეფასების კრიტერიუმების შედგენა შეძლებოდათ. შეიქმნა კომპლექსური დავალებების ბანკიც, თუმცა მიუხედავად ამისა, პედაგოგების დიდ ნაწილს ჯერ კიდევ აქვს კითხვები ამ თემის გარშემო.

მასწავლებლების ნაწილი მიიჩნევს, რომ კომპლექსური დავალება კლასზე და მოსწავლეთა შესაძლებლობებზე უნდა იყოს მორგებული, ნაწილი კი ფიქრობს, რომ პარალელურ კლასებში ერთი და იმავე კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა პრობლემას არ წარმოადგენს.

შეიძლება თუ არა ერთი სკოლის სხვადასხვა/პარალელურ კლასში ერთი და იმავე კომპლექსურის გამოყენება?

საგნობრივი ექსპერტების განმარტებით, პარალელურ კლასებში ერთი და იმავე კომპლექსურ დავალებებზე მუშაობა დაშვებულია. მეტიც, კათედრის წევრებს უფლება აქვთ, ერთად დაგეგმონ, რომელ კომპლექსურ დავალებებზე იმუშავებენ საფეხურის განმავლობაში. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პარალელურ კლასებში ერთი და იმავე კომპლექსურ დავალებაზე მუშაობას ის დადებითი მხარე აქვს, რომ პედაგოგები ერთად გააანალიზებენ მიღებულ შედეგებს. გარდა კოლეგებთან ერთად დაგეგმილისა, მასწავლებელს უფლება აქვს, მოსწავლეები, მათი საჭიროებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, სხვა კომპლექსურ დავალებაზეც ამუშაოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203