ბაღებს ვალდებულების შესასრულებლად 10 დღე აქვთ - დეტალები
22-03-2023
განათლების ხარისიხს განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ბაღების რეგისტრაცია მიმდინარეობს
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონსა და „ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პირველადი რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის წარმოების წესში“ განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ინდივიდუალურ მეწარმეებს, რომლებიც ახორციელებენ ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას და რომელთაც სურთ ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის მოპოვება, აქვთ შესაძლებლობა დარეგისტრირდნენ რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში.
რეგისტრაციის ბაზა გახსნილია და დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის 31 მარტის ჩათვლით შემდეგ მისამართზე.
რეგისტრაციის გავლა მნიშვნელოვანია, რადგან აღნიშნული წარმოადგენს ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით საქმიანობის განხორციელების კანონისმიერ საფუძველს.