ზემო წინსვლის საჯარო სკოლაში დედა ენის შესახებ შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა
25-04-2018
ზემო წინსვლის საჯარო სკოლაში დედა ენის დღე ღონისძიებით აღნიშნეს.

სკოლის აღსაზრდელებმა ქართულ ენას ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა და იაკობ გოგებაშვილის ცხოვრება-მოღვაწეობასა და დედა ენის შექმნის შესახებ ისაუბრეს.
 
ღონისძიება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა თამილა ნაკაშიძემ მოამზადა.
ღონისძიებამდე პედაგოგი მოსწავლეებს 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებზე და ქართული ენის სიწმინდის დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრა. დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.  

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203