ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში ინგლისურ ენაში ინტელექტუალური ვიქტორინა ჩატარდა.
ვიქტორინაში VIII და IX კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
კითხვა-პასუხის პროცესს ინგლისური ენის მასწავლებელი ლამარა შავაძე ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ვიქტორინის მიზანი იყო მოსწავლეთა ცოდნის დონის შემოწმება, თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბება და ურთიერთთანამშრომლობის განვითარება.
გაიმარჯვეს IX კლასის მოსწავლეებმა, რომლებსაც წარმატების სიგელი გადაეცათ.
მონაწილეები ასევე წახალისების მიზნით სასკოლო ნივთებით დასაჩუქრდნენ.
იხილეთ ფოტოები