„რატომ ნატო?“ - ქობულეთის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ესსეების კონკურსში მონაწილეობა მიიღეს
25-04-2018
ბადრი ბერანძის სახელობის ქობულეთის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნატოს დღეების ფარგლებში ჩატარებული ესსეების კონკურსში მონაწილეობა მიიღეს.
პროექტის სახელწოდება გახლდათ „რატომ ნატო?“. აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ და ნატოს საინფორმაციო ცენტრმა კონკურსში მონაწილე მეათე კლასის მოსწავლეებს, ქრისტინა ჯინჭარაძეს და ცოტნე ქართველიშვილს, სერთიფიკატები გადასცა. მესამე ადგილის მფლობელმა მარიკა ოქროპირიძემ კი სიგელი და წიგნის ვაუჩერი მიიღო.
მოსწავლეების ხელმძღვანელი პედაგოგი ეთერ მჭედლიშვილი გახლავთ.