ბალხოს საჯარო სკოლის პირველკლასელებს ბუნების გაკვეთილი ღია სივრცეში ჩაუტარდათ 
22-03-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალხოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული. პროფესიონალი მასწავლებლები მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. 

ამჯერად, ბუნების საინტერესო გაკვეთილი პირველ კლასში ჩატარდა. მოსწავლეებისთვის გაკვეთილი მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რადგან ის ღია სივრცეში ჩაუტარდათ. მისი თემა ენძელა იყო. მასწავლებელი მოსწავლეებს ამ მცენარის შესახებ ესაუბრა და აქტივობები შესთავაზა. 

პირველკლასელებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს, შესაძლებლობები გამოავლინეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203