იაღუფლოს საჯარო სკოლაში კლასებს შორის შეჯიბრებები გაიმართა
25-04-2018

იაღუფლოს საჯარო სკოლაში დედა ენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიებაში მე-3, მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კლასებს შორის სხვადასხვა სახის შეჯიბრი გაიმართა - სკოლის აღსაზრდელები ერთმანეთს მხატვრულ კითხვაში, კალიგრაფიასა და ხატვაში შეეჯიბრნენ. 

კონკურსს ქართული ენის მასწავლებლები და სკოლის დირექტორი ესწრებოდნენ. მათ თითოეული ღონისძიების საუკეთესო მოსწავლე გამოავლინეს. გამარჯვებულ მოსწავლეებს საჩუქრები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203