''არც დარბაზი გვაქვს, არც კლუბი. თუმცა არაფრისგანაც შეიძლება შექმნა რაღაც'' - წერილი ''ეტალონს'' ლახამულას სკოლიდან
09-11-2016
ლახამულას საჯარო სკოლიდან მოსწავლეები ლუარა სარიშვილთან ერთად ემზადებიან ლიტერატურული კონკურსისთვის. 

თითქმის დასრულდა ნ.დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი კომპოზიციის ,,სცენაზე'' დადგმა. სულ მცირე დეტალები და გადაღებაც დასრულდება. 

უნდა გითხრათ, რომ ჩვენი კონკურსებში მონაწილეობა ჭიანჭველას და სპილოს შერკინებას ჰგავს, რადგან სკოლაში მხოლოდ 24 მოსწავლეა, არც დარბაზი გვაქვს, არც კლუბი სოფელში და მაინც გადავწყვიტეთ ამ კონკურსში მონაწილეობა.

''ცდა ბედის მონახევრეაო'' და ვცდით, იქნებ გასული წლების დარად გაგვიმართლოს და თუ ვერ გავიმარჯვებთ, ის სიამოვნება ხომ მაინც დაგვრჩება, რაც ამ სპექტაკლის შექმნისას მივიღეთ და იმის განცდა,რომ შეუძლებელი არაფერია, თუ მოინდომებ! რომ არაფრისგანაც შეიძლება შექმნა რაღაც და რაც მთავარია, ისწავლო კოლექტივთან მუშაობა, თანამშრომლობა, აზრთა გაზიარება. 

და უმთავრესი: გიჩნდება ინტერესი,თუკი არ იცნობ გაიცნო შენი გმირი უფრო ახლოს და წიგნსაც დაუმეგობრდე.....
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203