ბაღის პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება და კვალიფიკაციის ამაღლება - რა წერია თბილისის ბიუჯეტში
25-03-2023

თბილისის 2023 წლის ბიუჯეტში ნათქვამია, რომ მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას და მომდევნო წლებში განხორციელდება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის განვითარება, ასევე შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და მომსახურების გაუმჯობესება.

ქვეპროგრამის მიზანია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რომელშიც იგულისხმება: სკოლამდელი აღზრდის სფეროში მართვის პოლიტიკის განხორციელება, სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო პროგრამა/მეთოდოლოგის დახვეწა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი კვებით უზრუნველყოფა, აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის (ეზო, შენობა, ინვენტარი და სხვა) განვითარება, საბავშვო ბაგა-ბაღების მაქსიმალური გამტარუნარიანობა (სკოლამდელი აღზრდის მომსახურების მიღების მსურველთა არსებული მოთხოვნის რაოდენობის მაქსიმალურად დაკმაყოფილებისთვის სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება“, - აღნიშნულია დადგენილებაში;

არსებული ინფორმაციით, ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო ჯგუფები მოეწყობა, ასევე მოხდება ბაგა-ბაღების პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203