ვიდეოინსტრუქცია პედაგოგებისთვის - ვადა 3 აპრილის ჩათვლით გაქვთ
24-03-2023
მასწავლებლის საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდებისათვის რეგისტრაციის გავლა 3 აპრილის 18:00 საათამდეა შესაძლებელი.
რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სარეგისტრაციო გვერდზე online.naec.ge.
რეგისტრაციის დროს გამოსაცდელი უთითებს მხოლოდ:
პირად ნომერს;
საკონტაქტო ტელეფონის ნომერს;
საგანს, რომლის ჩაბარებაც სურს (შესაძლებელია მხოლოდ ერთი საგნის არჩევა);
სასურველ საგამოცდო ქალაქს;
გამოსაცდელებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნონ - „სპეციალური პირობები“ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: თბილისი, ე. მინდელის N9) ან ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრში (რესურსცენტრების მისამართები) 13 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100).
პროგრამა არ მოგცემთ რეგისტრაციის დასრულების საშუალებას, თუ გადახდილი არ გაქვთ ტესტირებაში მონაწილეობის საფასური - 50 ლარი. პრაქტიკოსი და სპეციალური პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის რეგისტრაცია შესაბამისი გამოცდისათვის უფასოა.