სამტრედიის N3 საჯარო სკოლა დედამიწის დღესთან დაკავშირებით გარემოსდაცვით ღონისძიებებს შეუერთდა.
VII კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის თამარ კრავეიშვილის ხელმძღვანელობით, აქცია -„გადავარჩინოთ დედამიწა“ მოაწყვეს.
ასევე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის ქეთინო მეფარიშვილის ხელმძღვანელობით თემატური ნახატების გამოფენა გაიმართა.
სკოლის გეოგრაფიის წრის მასწავლებელმა სონია ნუცუბიძემ და VIII კლასის აღსაზრდელებმა კი სკოლის ეზო გაამწვანეს და ნერგები დარგეს.
ბოლოს კი მოზარდებმა დედამიწის სხვადასხვა პრობლემებთან დაკავშირებით ბუკლეტები დაამზადეს და სკოლის მოსწავლეებსა და გამვლელებს დაურიგეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებები მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.
დედამიწის დღე მსოფლიოში 22 აპრილს აღინიშნება. სხვადასხვა სახის გარემოსდაცვით ღონისძიებაში 190-ზე მეტი ქვეყნის 20 ათასამდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
იხილეთ ფოტოები