აბიტურიენტების რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება და მეთორმეტეკლასელებისთვის ყველაზე „ცხელი“ პერიოდი დაიწყება - ეროვნულ გამოცდებს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა „გახსნის“ და სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ყველა დეტალი, რომლის ცოდნაც აბიტურიენტებს გამოადგებათ. ამჯერად გთავაზობთ იმ ტერმინების ჩამონათვალს, რომელიც მხატვრული ტექსტის ანალიზისთვისაა აუცილებელი.
მხატვრული ტექსტის ანალიზისთვის აუცილებელი ლიტერატურათმცოდნეობითი ტერმინები:
დრამა, ეპოსი, ლირიკა; პოეზია, პროზა; ანდაზა, აფორიზმი, ბიოგრაფია, ელეგია, თქმულება, იგავ-არაკი, კომედია, ლეგენდა, ლექსი, მემუარი, მითი, მოთხრობა, მუხამბაზი, ნოველა, პიესა, პოემა, პუბლიკაცია, რომანი, სონეტი, ტრაგედია, ტრიოლეტი, შაირი; აბზაცი, ეპიგრაფი, ეპილოგი, თემა, იდეა, კომპოზიცია, პროლოგი, რითმა, რიტმი, სიუჟეტი, სტროფი, ტაეპი, ფაბულა, ფინალი;
დიალოგი, მონოლოგი, პერიფრაზი, ციტატა; ლირიკული გმირი, პეიზაჟი, პერსონაჟი, პორტრეტი; ალეგორია, ალიტერაცია, ალუზია, გაპიროვნება, გროტესკი, ეპითეტი, ირონია, იუმორი, მეტაფორა, მოტივი, სარკაზმი, სატირა, ტროპი, შედარება, ხატოვანი თქმა, ჰიპერბოლა; მხატვრული ენა, მხატვრული სახე.