დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჯვრულით ქარგვა ისწავლეს
25-04-2018
დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის სახელოვნებო წრის გაკვეთილზე მოსწავლეები ჯვრულით ქარგვის ტენიკას გაეცნენ. 

წრის ხელმძღვანელი მოსწავლეებს ესაუბრა თუ როდის გავრცელდა ქარგვის ეს სახეობა და რა მასალაზე ხდებოდა ქარგვა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეების ხელოვნებითა და ხელსაქმით დაინტერესება. 

„მოსწავლეები ქარგვის პროცესში ინტერესით ჩაერთვნენ და საქმეს საუკეთესოდ გაართვეს თავი“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203