რუსთავის N17 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ ბიზნეს ოლიმპიადაზე იასპარეზეს
25-04-2018
რუსთავის N17 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტუალურ ბიზნეს ოლიმპიადაში - ,,მომავლის ბიზნესმენები“ აქტიურად არიან ჩართულნი. სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელები ოლიმპიადაში წარმატებით ასპარეზობენ.
მოსწავლეებს საქართველოს ბიზნესის აკადემიამ უმასპინძლა, სადაც ნახევარფინალი გაიმართა.
ბიზნესოლიმპიადის ორგანიზატორები არიან, საქართვლოს ბიზნესის აკადემია -SBA და სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია- SEPIA.