ვანის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლემ ჭადრაკის საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა
25-04-2018
ვანის მეორე საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლე ვასიკო შაპალოვი ჭადრაკის ტურნირის გამარჯვებულია. 

მან თურქეთის ქალაქ ორდუში გამართულ ჭადრაკის საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზა.

11 წლის მოსწავლე 14 წლის მოჭადრაკეებს ეთამაშა და 7 ტურიდან 6,5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. 

ვანის მეორე საჯარო სკოლა ულოცავს ვასიკოს ამ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203