აპელაციისთვის გადახდილი თანხის დასაბრუნებლად ეს უნდა იცოდეთ - ინფორმაცია აპლიკანტებისთვის
02-09-2023
ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეეცვალათ შეფასება ან უარი თქვეს საპრეტენზიო განაცხადის წარდგენაზე, განცხადების საფუძველზე აპელაციისათვის გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ.
 
ერთიანი ეროვნული გამოცდების ნაშრომების გასაჩივრებისათვის გადახდილი თანხის დასაბრუნებლად შევსებული განცხადებები მიიღება 30 აგვისტოს 15:00 საათიდან  2 ოქტომბრის 18:00 საათამდე ელექტრონულად სპეციალური პროგრამის გამოყენებით.
 
თანხა თქვენ მიერ მითითებულ ანგარიშებზე ჩაირიცხება განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203