„ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ“ - არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნებაში“ დედა ენის დღე აღნიშნეს
25-04-2018
წყალტუბოს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნებაში“ დედა ენის დღეს ღონისძიება - „ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ“ მიუძღვნეს. 

ღონისძიებაში სკოლის მე–7 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. აქტივობას პედაგოგი თამარ გუმბერიძე ხელმძღვანელობდა. 

სკოლის აღსაზრდელებმა დედა ენის დღის მნიშვნელობასა და სახელმწიფო ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრეს და ქართული ენის შესახებ დაწერილი ლექსები და ქართველი მწერლების ციტატები წაიკითხეს. 

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება. 

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203