საჯარო სკოლებს 2500-ლარიანი დაფინანსების მოპოვება შეუძლიათ - დეტალები და კონკურსის ვადები
სასკოლო ბიბლიოთეკების და წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სკოლის ბიბლიოთეკების პროექტების დასაფინანსებლად კონკურსს აცხადებს.
„სასკოლო ბიბლიოთეკების განვითარების“ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებს.
საკონკურსო განაცხადი უნდა წარმოადგინოს სკოლის დირექციამ. საკონკურსო განაცხადის ავტორი/თანაავტორი უნდა იყოს სკოლის ბიბლიოთეკარი/პასუხისმგებელი პირი.
ერთი პროექტის დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 2 500 ლარს.
საჯარო სკოლებს ინიციატივების წარმოდგენა შეუძლიათ შესაბამისი მუნიციპალიტეტების რესურსცენტრებში 2023 წლის 24 მარტიდან 20 აპრილის ჩათვლით.