ამჟამად, ერკეთის საჯარო სკოლაში ირიცხება 49 მოსწავლე და პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა 20 მასწავლებელი. მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის სკოლა მეორე სახლია. ყველა ერთად, ჰარმონიულად ზრუნავს სკოლის წინსვლისა და განვითარებისათვის და ყველას გათავისებული აქვს საკუთარი როლი საერთო საქმის კეთების პროცესში. სასწავლო გარემო მეგობრული და ურთიერთ თანამშრომლობითია. სასკოლო საზოგადოება ერთად...
მეტის ნახვა
ამჟამად, ერკეთის საჯარო სკოლაში ირიცხება 49 მოსწავლე და პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა 20 მასწავლებელი.
მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის სკოლა მეორე სახლია. ყველა ერთად, ჰარმონიულად ზრუნავს სკოლის წინსვლისა და განვითარებისათვის და ყველას გათავისებული აქვს საკუთარი როლი საერთო საქმის კეთების პროცესში. სასწავლო გარემო მეგობრული და ურთიერთ თანამშრომლობითია. სასკოლო საზოგადოება ერთად გეგმავს და წარმართავს ნებისმიერ საქმიანობას, რომელმაც გავლენა უნდა იქონიოს, როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ განვითარებაზე. უფრთხილდებიან ეზოს, შენობას, სასკოლო ინვენტარს, იცავენ სკოლის შინაგანაწესს. ასეთი ჰარმონიული ურთიერთობა განპირობებულია მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, რომელსაც ითავისებს თითოეული მასწავლებელი და შემდგომ, უნერგავს ყველა მოსწავლეს გაცნობის წუთებიდან.
ურთიერთპატივისცემის, თავისუფლებისა თუ მოვალეობის ცნებათა სწორი გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ურთიერთობისთვის, მათ შორის, სასკოლო საზოგადოებისთვის, რომელთა სრულფასოვან წევრებად მოიაზრებიან მშობლები. ისინი აქტიურად არიან ჩართული სასკოლო ცხოვრებაში. სკოლაში ფუნქციონირებს „მშობელთა კომიტეტი“, რომელიც კეთილსინდისიერად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას და მხარში უდგას სკოლას სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხის მოგვარებასა თუ საინტერესო აქტივობების განხორციელებაში.
სკოლის დირექცია დგას სკოლის ინტერესებისა და სასკოლო საზოგადოების უფლებების დაცვის სადარაჯოზე, ყოველი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება არის გამჭვირვალე და ობიექტური.
სკოლაში აქტიურად მუშაობს სხვადასხვა სტრუქტურა: სამეურვეო საბჭო, პედაგოგიური საბჭო, დისციპლინური კომიტეტი. ასევე, შეხმატკბილებულად მუშაობენ საგნობრივი კათედრები და აქტიურად უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას, პასუხისმგებლობით ეკიდებიან დაკისრებულ მოვალეობას და სარგებლობენ კუთვნილი თავისუფლებით. სკოლაში იმართება სხვადასხვა სახის შეხვედრები, იგეგმება და ხორციელდება საინტერესო აქტივობები, მუშაობს კლუბები, წრეები.
სასკოლო საზოგადოების მიერ განხორციელებული ნებისმიერი აქტივობა მიმართულია სკოლის და სასკოლო საზოგადოების წინსვლასა და განვითარებაზე. ყველა ერთად ცდილობს სასწავლო გარემო იყოს მშვიდი, საინტერესო და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული.
ამბობენ, სახელმწიფოში, სადაც სამართლიანობა სუფევს, მისი ყველა წევრი ბედნიერიაო. ერკეთის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოების საყრდენიც სწორედ სამართლიანობაა, რომელიც წარმოშობს სხვა ყოველგვარ სიკეთეს.
ერკეთის საჯარო სკოლას საბაზო და საშუალო საფეხურზე ჰყავს მოსწავლეთა მიერ არჩეული თვითმმართველობა, რომელიც აქტიურად მონაწილეობს სასკოლო ცხოვრებაში. თვითმმართველობას გააჩნია წინასწარ შედგენილი სამუშაო გეგმა. მისი ინიციატივით ეწყობა სპორტული ღონისძიებები, შეიქმნა ეკოკლუბი, ლიტერატურის მოყვარულთა და ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბი - „თვალსაწიერი“. თვითმმართველობა მონაწილეობს სასკოლო ღონისძიებების დაგეგმვაში, სკოლის ეზოსა და...
მეტის ნახვა
ერკეთის საჯარო სკოლას საბაზო და საშუალო საფეხურზე ჰყავს მოსწავლეთა მიერ არჩეული თვითმმართველობა, რომელიც აქტიურად მონაწილეობს სასკოლო ცხოვრებაში. თვითმმართველობას გააჩნია წინასწარ შედგენილი სამუშაო გეგმა. მისი ინიციატივით ეწყობა სპორტული ღონისძიებები, შეიქმნა ეკოკლუბი, ლიტერატურის მოყვარულთა და ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბი - „თვალსაწიერი“.
თვითმმართველობა მონაწილეობს სასკოლო ღონისძიებების დაგეგმვაში, სკოლის ეზოსა და მისი შემოგარენის გამწვანებაში, აწყობს თამბაქოსა და ალკოჰოლის საწინააღმდეგო კამპანიებს. მონაწილეობს სკოლის შენობისა და სასკოლო ინვენტარის მონიტორინგში. ის თანამშრომლობს სკოლის სამეურვეო საბჭოსთან, ადმინისტრაციასთან და სასკოლო საზოგადოებასთან; მუშაობს მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებისთვის, სასკოლო საზოგადოებას აცნობს მოსწავლეთა მიღწევებს, მიმართავს სკოლის დირექციას წარმატებული და წარჩინებული მოსწავლეების წასახალისებლად და ირჩევს წახალისების ფორმებს, ავლენს წლის საუკეთესო მოსწავლეებსა და კლასს.
აღმოსავლეთ გურიის ლამაზ და დიდი ისტორიული წარსულის მქონე სოფელ ერკეთს, ორკლასიანი სასწავლებელი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ჰქონდა. 1893 წელს დაარსდა პირველი ორკლასიანი სასწავლებელი, ამავე თემის შუბნის მცხოვრებ გილდიის ვაჭარ ვასილ სიხარულიძის მიერ. მოწვეულ იქნა მასწავლებელი ფოცია კალანდაძე მეზობელი ხიდისთავის თემიდან. სასწავლებლის გამგედ დაინიშნა გრიგოლ როგავა,...
მეტის ნახვა
აღმოსავლეთ გურიის ლამაზ და დიდი ისტორიული წარსულის მქონე სოფელ ერკეთს, ორკლასიანი სასწავლებელი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ჰქონდა. 1893 წელს დაარსდა პირველი ორკლასიანი სასწავლებელი, ამავე თემის შუბნის მცხოვრებ გილდიის ვაჭარ ვასილ სიხარულიძის მიერ. მოწვეულ იქნა მასწავლებელი ფოცია კალანდაძე მეზობელი ხიდისთავის თემიდან. სასწავლებლის გამგედ დაინიშნა გრიგოლ როგავა, წარმოშობით ლანჩხუთიდან.
ორკლასიანი სასწავლებელი შემდეგ გადაკეთდა ოთხკლასიანად, შემდეგ კი - რვაკლასიანად, ხოლო 1937 წლიდან საშუალო სკოლად. სკოლა განთავსებული იყო ხის შენობაში, რომელიც ჩამოიტანეს ონჭიქედიდან (იყო ყოფილი კოლმეურნეობის გამგეობის შენობა). სკოლა ემსახურებოდა რამდენიმე სოფელს: ერკეთს, ვაზიანს, ჩაისუბანს, გუთურს, ხევს, ქვემოერკეთს, იანეულს, ონჭიქედს, შუბანს. სკოლას ჰქონდა სამი დამოუკიდებელი დაწყებითი ფილიალი ქვემო ერკეთში, ონჭიქედსა და შუბანში, რომლის მოსწავლეები მე-5 კლასიდან სწავლობდნენ ერკეთის საშუალო სკოლაში. 30-40 წლის წინ, აქ 300-ზე მეტი მოსწავლე სწავლობდა.
1968 წელს კი აშენდა აგურის შენობა, რომელიც მოემსახურა სკოლას 1989 წლამდე. სამხარეულის ბიუროს დასკვნის საფუძველზე შენობა აღმოჩნდა ავარიული, რის გამოც, სკოლა განთავსდა სოფლის საბჭოს შენობაში, რომელიც ვერ აკმაყოფილებდა სკოლის მოთხოვნებს. 2022 წელს აიგო ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი შენობა. ერკეთის სკოლა ახლა ერთადერთი სკოლაა ერკეთის თემში შემავალი სოფლებისათვის. ბევრმა ახალგაზრდამ დაამთავრა ჩვენი სკოლა ოქროს მედალზე და ბევრი წარმატებული ადამიანი აღიზარდა ამ სკოლის კედლებში.
მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებისთვის ერკეთის საჯარო სკოლაში ტარდება საგნობრივი კვირეულები (მაგ: ქართული ენის, მათემატიკის). ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად ეწყობა სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებები, შემოდგომის ზეიმი, საახალწლო კარნავალი, იდგმება სცენები სხვადასხვა ნაწარმოებების მიხედვით. პერიოდულად ტარდება „მელომანი“, ეწყობა მოსწავლეთა ნახატების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, ლაშქრობა თემის ღირსშესანიშნავ ადგილებში, სასწავლო ექსკურსიები. მუშაობს კლუბები,...
მეტის ნახვა
მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარებისთვის ერკეთის საჯარო სკოლაში ტარდება საგნობრივი კვირეულები (მაგ: ქართული ენის, მათემატიკის).
ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად ეწყობა სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებები, შემოდგომის ზეიმი, საახალწლო კარნავალი, იდგმება სცენები სხვადასხვა ნაწარმოებების მიხედვით. პერიოდულად ტარდება „მელომანი“, ეწყობა მოსწავლეთა ნახატების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, ლაშქრობა თემის ღირსშესანიშნავ ადგილებში, სასწავლო ექსკურსიები. მუშაობს კლუბები, სკოლას აქვს კავშირი არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
ზაფხულის არდადეგებზე სკოლაში ფუნქციონირებდა საზაფხულო ბანაკი. ბავშვები გაერთიანებული არიან თემში მოქმედ ხალხური სიმღერების შემსწავლელ წრეში.
სკოლას ჰყავს წარმატებული მოსწავლეები, გასულ სასწავლო წელს 9 კურსდამთავრებულიდან 5 სტუდენტი გახდა. მოსწავლეები მონაწილეობენ კონკურსებსა და საგნობრივ ოლიმპიადებში. ასევე, ემზადებიან მოსწავლეთა 76-ე კონფერენციისთვის და აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალურ განათლებაში. მიმდინარეობს საკლუბო და საწრეო მუშაობა. მასწავლებლები სისტემატურად იმაღლებენ პროფესიული ცოდნის დონეს. მოსწავლეებთან ერთად თანამშრომლობენ სხვადასხვა ორგანიზაციებთან და...
მეტის ნახვა
სკოლას ჰყავს წარმატებული მოსწავლეები, გასულ სასწავლო წელს 9 კურსდამთავრებულიდან 5 სტუდენტი გახდა. მოსწავლეები მონაწილეობენ კონკურსებსა და საგნობრივ ოლიმპიადებში. ასევე, ემზადებიან მოსწავლეთა 76-ე კონფერენციისთვის და აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალურ განათლებაში. მიმდინარეობს საკლუბო და საწრეო მუშაობა.
მასწავლებლები სისტემატურად იმაღლებენ პროფესიული ცოდნის დონეს. მოსწავლეებთან ერთად თანამშრომლობენ სხვადასხვა ორგანიზაციებთან და იღებენ დიპლომებსა თუ სიგელებს.