ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის 181 წლისთავი აღნიშნეს
25-04-2018
ახალქალაქის N 3 საჯარო სკოლაში საბაზო და საშუალო კლასის მოსწავლეებმა სააქტო დარბაზში ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 181 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიება მოაწყეს.
კონცერტი მოიცავდა ლიტერატურულ - მუსიკალურ კომპოზიციას ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო კადრები დოკუმენტური ფილმიდან, რომელიც ილიას ცხოვრების უკანასკნელ დღეებს, მის მოწამეობრივ აღსასრულსა და დამნაშავე პირთა გასამართლებას ეხებოდა.
კომპოზიციას მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები ესწრებოდნენ. ღონისძიებამ მსმენელებზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა.