დაბა წაღვერის საჯარო სკოლაში პედაგოგმა დალი თედიაშვილმა ბუნებისმეტყველებაში VII კლასის მოსწავლეებთან ინოვაციური გაკვეთილი ჩაატარა.
გაკვეთილის თემა იყო უჯრედის მრავალფეროვნება.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მასწავლებელმა სასწავლო პროცესში უახლესი ტექნოლოგიები გამოიყენა. კერძოდ, მოსწავლეებმა გაკვეთილის მსვლელობისას ჯგუფური მუშაობის დროს სინათლის მიკროსკოპები და პრეზენტაციის დროს ციფრული მიკროსკოპი იხმარეს.
„მოსწავლეები გაკვეთილში დიდი ინტერესით ჩაერთვნენ და აქტიურობდნენ“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები