ქუთაისის N37 საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნებთან მეგობრობენ
25-04-2018
ქუთაისის N37 საჯარო სკოლის მე-3ბ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ანა კვირკაშვილის ხელმძღვანელობით, წიგნის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. სკოლის აღსაზრდელებმა სადამრიგებლო საათის ფარგლებში სკოლის ბიბლიოთეკაში ღონისძიება - „წიგნი ჩვენი მეგობარია“ მოაწყვეს. ბიბლიოთეკას მაია აბზიანიძე ხელმძღვანელობს.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ასტრიდ ლინდგრენის „პეპი გრძელი წინდა“ და გაითამაშეს მინი სპექტაკლი - „პეპი სკოლაში მიდის“.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, აქტივობა მხიარულად წარიმართა. მოსწავლეებმა წიგნის მიმართ სიყვარული და პატივისცემა გამოხატეს.