როდის უნდა დავთესოთ ხორბალი, რომ აღდგომისთვის ჯეჯილმა ამოსვლა მოასწროს
27-03-2023
ბზობის წინა დღეს, ლაზარეს შაბათს, ძველი ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით, მორწმუნეები ხორბალს თესავენ. აბიბინებულ ჯეჯილში წითლად შეღებილ კვერცხებს დებენ და ასე ეგებებიან აღდგომას.

სააღდგომო ჯეჯილი ლაზარეს შაბათს, ბზობის წინა დღეს ითესება. ლაზარეს აღდგინება იმის მანიშნებელი იყო, რომ ქრისტე ჭეშმარიტად სიკვდილის მძლეველია. ჯეჯილი ხორბლის დათესვით მიიღება, რომელიც პურისა და ასევე ქრისტეს ხორცის სიმბოლოა.

როგორ დავთესოთ ხორბალი და მოვუაროთ, რომ ხასხასა ჯეჯილი მივიღოთ?

- ბამბა თხლად უნდა დააფინოთ ლარნაგზე და კარგი, ხარისხიანი ხორბალი თანაბრად და ბლომად უნდა მოაბნიოთ, რომ ჯეჯილი ხშირი იყოს. შემდეგ წყალი უნდა დაასხათ და თბილ ადგილას დადოთ. მუდმივად უნდა დანამოთ, არ უნდა ამოშრეს და არც ზედმეტი წყალი უნდა ჰქონდეს. რამდენიმე დღეში ამობიბინდება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203