სკოლაში მასწავლებელი და 20-მდე მოსწავლე მოიწამლა - დირექტორის და რესურსცენტრის ხელმძღვანელის განმარტებები
27-03-2023

ილია ჭავჭავაძის სახელობის, ბათუმის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეები სავარაუდოდ წიწაკის სპრეით მოიწამლნენ.

ცნობილია, რომ ინტოქსიკაციის შედეგად სავარაუდოდ 20-მდე ადამიანი მოიწამლა - აღნიშნული ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

7 მოზარდი ინტოქსიკაციით ბათუმის იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, 2 კი მედცენტრში, თუმცა მედიასაშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოწამლულია მასწავლებელიც.

დეტალების დასაზუსტებლად etaloni.ge- ბათუმის N1 საჯარო სკოლის დირექტორს, ნატალია მგელაძეს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, ყველა მიღებულ ზომას მხოლოდ პრევენციისთვის მიმართეს და ამჟამად ბავშვების ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

ამის შემდეგ, etaloni.ge ბათუმის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს, გოჩა დავითაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ „ჯერ მასწავლებელს დაეწყო ხველა, შემდეგ მოსწავლეებს... გამოიძახეს პოლიცია, სასწრაფო დახმარება და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს პრევენციისთვის... როგორ აღმოჩნდა სპრეი სკოლაში? ვინ შემოიტა? - აღნიშნულ კითხვებს გამოძიება გასცემს პასუხს“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203