რის შეცვლას აპირებს სისტემაში გიორგი ამილახვარი - 3 მთავარი მესიჯი განათლების მინისტრისგან
23-04-2023

განათლების ახლმა მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, წარდგენისთანავე აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში მოამზადებნენ ახალ სტრატეგიას, რომელსაც საზოგადოებას გააცნობდნენ.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად, რა სიახლეების შემოტანას აპირებს ამილახვარი სისტემაში, თუმცა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში სამი მთავარი მიმართულება დაასახელა, რომელსაც მეტი ყურადღება უნდა მიექცეს. მაშ ასე, 3 მთავარი მესიჯი გიორგი ამილახვარისგან:

უნდა წავახალისოთ ევროპული და დასავლური განათლება;

ყველაზე მოკლე გზა დასაქმებისკენ, არის პროფესიული განათლება;

ვგეგმავთ სწავლის სტიმულირებას და მეტ მხარდაჭერას სტუდენტებისთვის, რაც უკავშირდება სწავლის გადასახადის, საცხოვრებლის პრობელემების მხარდაჭერის მექანიზმებს და ასევე წარჩინებული სტუდენტებისთვის მეტი სასტიპენდიო მექანიზმების შეთავაზებას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203