დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „გუჯას“ მუზეუმში ლეჩხუმის საამაყო შვილები გაიცნეს
26-04-2018

დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლეები ცაგერის  მხარეთმცოდნეობის  მუზეუმს და ,,გუჯას“ მუზეუმს ესტუმრნენ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელებმა მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დაათვალიერეს, სადაც ლეჩხუმის ეთნოგრაფიას გაეცნენ, ,,გუჯას“ მუზეუმში კი ლეჩხუმის საამაყო შვილები გაიცნეს, მათი ისტორიები წაიკითხეს და ლეჩხუმური ღვინო - ,,უსახელაური“ დააგემოვნეს. 

„მოსწავლეებმა გაიღრმავეს ცოდნა მშობლიური კუთხის ისტორიიის შესახებ. შეექმნათ წარმოდგენა მუზეუმში გამოფენილ მნიშვნელოვან ნიმუშებზე - გეოლოგიურ, პალეონტოლოგიურ, არქეოლოგიურ, ნუმიზმატიკურ, ეთნოგრაფიულ, საეკლესიო ნივთებზე, ასევე ფოტოხელოვნების ნიმუშებისა და ფერწერულ კოლექციებზე. „გუჯას“ მუზეუმში კი გაიცნეს ცნობილი ლეჩხუმელები, რომლებმაც თავი გამოიჩინეს სხვადასხვა სფეროში“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

მისი თქმით, საგანმანათლებლო პროექტმა მიზანს მიაღწია. სკოლაში დაბრუნებულმა მოსწავლეებმა ესეს სახით შთაბეჭდილებები წარადგინეს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203