ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში მშობლიური კუთხის ტრადიციები გააცოცხლეს
26-04-2018
ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში ეთნოგრაფიულ-მუსიკალურ-თეატრალური  ღონისძიება - „ალილო“ ჩატარდა. 

კონცერტზე საქართველოს სხვადასხვა კუთხის წეს-ჩვეულებები და განსაკუთრებით მშობლიური კუთხის - ჯავახეთის ტრადიციები აჩვენეს.
 
ღონისძიებაში მონაწილეობა V, VI, X და XI კლასის მოსწავლეებმა მიიღეს.  

სცენა შესაბამისი  რეკვიზიტებით იყო მორთული: ჯავახური თექის ნაწარმით, ხალიჩებით, თიხის ჭურჭლით, სპეციალურად ამ დღისთვის გამომცხვარი პურებით, ხილით და სხვ.

ღონისძიებას მშობლებთან ერთად თითქმის მთელი სკოლა ესწრებოდა.
 
მაყურებელთა ცნობით, კონცერტი ძალიან მოეწონათ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203