მასწავლებლის სახლი სკოლის სპეციალისტებთან შეხვედრას ჩაატარებს - ვადები და რეგისტრაციის დეტალები
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „ინკლუზიური განათლების მხარდაჭერის” და „ასწავლე საქართველოსთვის” პროგრამების თანამშრომლობის ფარგლებში - 30 მარტს, 19:00 საათზე , მშობლებისა და სკოლის სპეციალისტებისათვის გაიმართება ვებინარი თემაზე - „როგორ დავეხმაროთ მოზარდებს სტრესის მართვაში”.
ვებინარის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
- სტრესის განსაზღვრება და სტრესის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები მოზარდობის ასაკში;
- როგორ ამოვიცნოთ სტრესის ნიშნები მოზარდებში;
- სტრესული გარემოებები და მოზარდის ინდივიდუალური მახასიათებლების შესწავლა სტრესის მიზეზების ძიებისას;
- როგორ დავეხმაროთ მოზარდს სტრესთან გამკლავების სტრატეგიების სწავლასა და გამოყენებაში.
ვებინარის მოწვეული სტუმარი: ფსიქოკონსულტანტი - ნატა მეფარიშვილი.
ვებინარის ფასილიტატორი: ინკლუზიური განათლების მხარდაჭერის პროგრამის კოორდინატორი - ნინო ნიკოლეიშვილი.
ვებინარი ჩატარდება პლატფორმა Teams-ის საშუალებით, ვებინარზე დასწრება თავისუფალია, შეხვედრის ფარგლებში გამოყოფილი იქნება დრო შეკითხვების დასმისათვის.
ვებინარზე რეგისტრაციისთვის და დასასწრებად გამოიყენეთ ბმული: (ბმულზე გადასვლისას შეავსეთ სარეგისტრაციო ველები: მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი და ელექტრონული ფოსტის მისამართი)