დირექტორებთან დამატებითი გასაუბრებები შესაძლოა დაინიშნოს - ოფიციალური განმარტება
29-03-2023
საჯარო სკოლის დირექტორობის სერტიფიცირების მეორე ეტაპი - გასაუბრება უკვე დაიწყო და 28 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება, თუმცა აპლიკანტების ნაწილი ჯერ კიდევ ტესტირების აპელაციის შედეგებს ელის. როდის გახდება გასაჩივრებული ნაშრომების შედეგები ცნობილი - ამ კითხვით etaloni.ge-მ განათლების სამინისტროს მიმართა, რომელმაც თავის მხრივ, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში გადაგვამისამართა. 

როგორც უწყებაში განგვიცხადეს, აპელაციის შედეგების გამოქვეყნების დრო უცნობია, თუმცა პასუხი დირექტორობის სერტიფიცირების მსურველებს შეტყობინების სახით მიუვათ. მოესწრება თუ არა აპლეაციის შედეგების გამქოვეყნება გასაუბრებების მიმდინარეობისას, უცნობია, თუმცა როგორც emis-ში გვეუბნებიან, თუ ვერ მოესწრება, სავარაუდოდ დამატებითი გასაუბრება დაინიშნება ამ აპიკანტებისთვის. 

შეგახსენებთ, რომ გასაუბრებაზე გასვლის შესაძლებლობა აქვთ დირექტორობის მსურველებს, რომლებმაც სერტიფიცირების პირველი საფეხური – ტესტირება წარმატებით გაიარეს, კერძოდ, გადალახეს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (მაქსიმალურ ქულათა 60%).

შედეგების სანახვად გადადით ბმულზე 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203