ქეშალოს საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა განვლილი მასალა საინტერესოდ შეაჯამეს
28-03-2023
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ.

ამჯერად, მე-8 კლასის მოსწავლეებს ღია სივრცეში საინტერესო შეჯიბრი ჩაუტარდათ. მერვეკლასელები ერთმანეთს განვლილი მასალის შეჯამებაში შეეჯიბრნენ. მოსწავლეებმა დასმულ კითხვებს უპასუხეს, შესაძლებლობები წარმოჩინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს.

კითხვა-პასუხში მოსწავლე გიულბაიაზ ხალილოვამ გაიმარჯვა.

„დიდი მადლობა მოსწავლეებს ასეთი აქტიურობისთვის და უღრმესი მადლობა ჩვენს პედაგოგს - ნუშაბა მასწავლებელს, რომელიც ყოველთვის ცდილობს სიახლეები შეიტანოს სასწავლო პროცესში. წარმატებებს გისურვებთ“,- აღნიშავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეოები:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203