აბიტურიენტებმა 13 აპრილამდე უნდა მიიტანონ განაცხადი ცენტრში - ვის ეხება ეს ვადები
30-03-2023
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის პირველი ძირითადი ეტაპი 3 აპრილს სრულდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მაია გაბუნია აპლიკანტებს რამდენიმე მნიშვნელოვან ინფორმაციას აცნობს, რომელიც მათ უნდა გაითვალისწინონ. 

„რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი 3 აპრილს დასრულდება. პირველი ეტაპზე აბიტურიენტი გადის რეგისტრაციას ირჩევს საგამოცდო ქალაქს, საგანთა ჩამონათვალს და რა თქმა უნდა მას საშუალება აქვს აირჩიოს პროგრამების ჩამონათალიც, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, აირჩიოს  ქალაქი და ჩასაბარებელი საგანები, ამასთან აუცილებლად უნდა მიუთითოს თუ აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა. რეგისტრაციისას არის სპეიცალური ველი ამისთვის და ის უნდა მონიშნოს. ამ ველის მონიშვნის შემდგომ არაუგვიანეს 13 აპრილისა აბიტურიენტმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინოს ფორმა N100 სადაც დაწვრილებით იქნება გაწერილი რა პრობლემა აქვს აპლიკანტს. ამ ფორმას უნდა დაურთოს განცხადებაც, რას ითხოვს, რა სპეციალური პირობები უნდა შევუქმნათ მას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ 3 აპრილის შემდგომ აბიტურიენტები ვერ გაივლიან რეგისტრაციას, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში", - აღნიშნა მაია გაბუნიამ.

გაითვალისწინეთ! 3 აპრილის 18:00 საათის შემდგომ აბიტურიენტები ვეღარ გაივლიან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციას, ასევე დარეგისტრირებული აბიტურიენტები ვეღარ შეცვლიან საგამოცდო ქალაქს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203