სკოლებსა და ბაღებს ბანკებში ანგარიშების დასახურად ვადა 15 აპრილამდე აქვთ - ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილება
28-03-2023

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის ბრძანებით, სკოლებსა და ბაღებს ფინანსური ცვლილებები შეეხება. უფრო კონკრეტულად, ზოგადსაგანმანათლებლო და სკოლამდელი დაწესებულებები ეტაპობრივად უნდა გადავიდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე და კომერციული ბანკების ანგარიშებიდან მათი თანხები გადავა ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში.

„ორგანიზაციებმა, სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე გადასვლიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, დახურონ კომერციულ ბანკებში გახსნილი ანგარიშები (გარდა ამ ბრძანების მე-4 მუხლში მითითებული ანგარიშებისა) და ამ ანგარიშებზე რიცხული ნაშთები მიმართონ ხაზინის ერთიან ანგარიშზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით მათთვის განსაზღვრულ საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდზე“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ფინანსთა მინისტრის ბრძანება 1 აპრილიდან ამოქმედდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაღებსა და სკოლებს კომერციულ ბანკებში ანგარიშების დასახურად ვადა 15 აპრილამდე აქვთ,

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203