მთავრობის გადაწყვეტილება სკოლებს, ბაღებსა და უმაღლესებს ეხება - მიზნები და ამოცანები
30-03-2023
საქართველოს პარლამენტმა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია (2022−2030 წლებისთვის) დაამტკიცა. დოკუმენტში საუბარია, განათლების ხელიმსაწვდომობაზე, სახელმწიფოს მიზანსა და ამოცანაზე, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ.

საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, მათ შორის, განსხვავებული საჭიროების მქონე პირებისთვის განათლების ყველა საფეხურზე მაღალი ხარისხის განათლებაზე ხელმისაწვდომობა ამ სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. COVID-19-ის პანდემიამ გაართულა განათლების ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით სიღარიბეში და სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვებისთვის, ისევე, როგორც რეგიონებში მცხოვრები, შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის, ისე პროფესიული სასწავლებლებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის განათლების ხელმისაწვდომობას ხელი შეუშალა დისტანციურმა სასწავლო პროცესმა, რადგან მოსწავლეებისა და სტუდენტების ნაწილს სრულყოფილად ხელი არ მიუწვდებოდა ინტერნეტსა და კომპიუტერულ ტექნიკაზე.

მიზანი - განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა „მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის“ პრინციპის დაცვით.

ამოცანა:

ა) მაღალი ხარისხის განათლებაზე, მათ შორის, ინკლუზიურ განათლებაზე, სკოლამდელ სერვისებზე თანაბარი და საყოველთაო მისაწვდომობის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით სიღარიბეში და სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვებისთვის, ისევე, როგორც რეგიონებში მცხოვრები, შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის;
ბ) ხარისხიან უმაღლეს განათლებაზე მისაწვდომობის გაუმჯობესება და მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის პრინციპზე დაფუძნებული პროფესიული განათლების თანაბარი მისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველასთვის;
გ) ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებისათვის, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისთვის სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა;
დ) დისტანციური სწავლებისა და სხვადასხვა ალტერნატიული სასწავლო პლატფორმის გაძლიერება; კომპიუტერული ტექნიკისა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა.

ძირითადი მაჩვენებელი:

სასკოლო მზაობის ჯგუფებში ჩართული ბავშვების, მათ შორის, შშმ ბავშვთა მზარდი რაოდენობა;
იმ სკოლამდელი და საგანმანათლებლო დაწესებულებათა წილი, რომელთა ინფრასტრუქტურა მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის;
ინკლუზიური განათლების სერვისებით მოსარგებლეთა მზარდი მაჩვენებელი;
მოწყვლადი ჯგუფების მხარდამჭერ პროგრამებში ჩართული ბენეფიციარი მოსწავლეების/სტუდენტების მზარდი მაჩვენებელი;
სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამებში ჩართულ ბენეფიციართა მზარდი მაჩვენებელი;
სავალდებულო ზოგადი განათლების მიტოვების მაჩვენებელი, მათ შორის, შშმ პირთა მიერ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203