ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართველი ქალისა და დედის როლი განასახიერეს
26-04-2018
ზერტის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლებმა მაყურებელს მუსიკალურ - ლიტერატურული კომპოზიცია - „დედავ, სიცოცხლის დიდო საწყისო“ წარუდგინეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა დედასა და ქალზე დაწერილი ლექსები წაიკითხეს და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.
„მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს და განასახიერეს ქართველი ქალის, დედის როლი ოჯახსა და საზოგადოებაში“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.