ღურტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დამლაგებლებს სიურპრიზი მოუწყვეს
26-04-2018
ღურტის საჯარო სკოლის მე–7 კლასის მოსწავლეებმა სკოლის დამლაგებლებს სიურპრიზი მოუწყვეს.
ღონისძიება კლასის დამრიგებლის, მზია კახაძის ორგანიზატორობით და სკოლის დირექციის მხარდაჭერით გაიმართა.
„ეს იყო აქცია, რომელიც მათთვის დაიგეგმა და მიზანი ის იყო, რომ დაფასდეს იმ ადამიანების შრომა, ვინც ცდილობს სისუფთავეში გვამყოფოს. ბავშვებმა გააცნობიერეს, რომ არსებობენ ადამიანები რომლებსაც ხშირად ვერ ვხედავთ, ხშირად არ გვაწუხებენ საკუთარი პრობლემებით, ხშირად არც კი ვეკითხებით აქვთ თუ არა საერთოდ პრობლემები, მაგრამ მათ არსებობას ყოველთვის ვგრძნობთ“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
სკოლის დირექტორმა დამლაგებლებს ფასიანი საჩუქრები გადასცა.