ძლიერმა ქარმა აჭარაში სკოლები დააზიანა. როგორც ავტონომიური რესპუბლისკის განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში etaloni.ge-ს განუცხადეს, დაზიანებულია 7 საჯარო სკოლა, ძირითადად სახურავები.
აღსანიშნავია, რომ დაზიანებულ სკოლებს შორის, სასწავლო პროცესი მხოლოდ ერთ - ჩაქვის N1 საჯარო სკოლაშია შეწყვეტილი, რადგან უამინდობის გამო წაქცეულმა ხემ, სკოლამდე მისასვლელი ჩახერგა.
ქარის გამო დაზიანდა: ბათუმში N27, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის - აგარის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ჩაქვის N1, ქობულეთის N5, ჯიხანჯურის, ქობულეთის N1 და ბობოყვათის საჯარო სკოლები.