მერენიის საჯარო სკოლის მოსწავლეები მუდმივად სხვადასხვა აქტივობაში არიან ჩართულნი.
ამჯერად, მათ ქართული ენის კვირეულში მიიღეს მონაწილეობა, რომელშიც რამდენიმე ღონისძიება იყო გაერთიანებული.
მოსწავლეებმა როგორც დედა ენის ისტორია გაიხსენეს, ასევე, მხიარული შეჯიბრებები მოაწყვეს, მათ შორის კულინარიაში.
სკოლის დირექციის ცნობით, კვირეულით ყველა კმაყოფილი დარჩა.
იხილეთ ფოტოები