ქუთაისის N33 საჯარო სკოლის მოსწავლეები ქორეოგრაფიული ფესტივალის მეორე ტურში გადავიდნენ
26-04-2018

ქუთაისის N33 საჯარო სკოლის მოსწავლეებს წარმატებული შემოქმედებითი დღეები აქვთ.

სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული სტუდიის აღსაზრდელები ბათუმში ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობდნენ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სტუდიამ წარმატებით დაძლია ფესტივალის პირველი ეტაპი და მეორე ტურში გადავიდა. სტუდიას გოჩა ხურციძე ხელმძღვანელობს. 

წარმატებული საკონცერტო ნომერით წარსდგა სკოლის სიმღერის გუნდი საქალაქო შემოქმედებით ოლიმპიადაზე. ოლიმპიადა ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში გაიმართა. გუნდმა ხალხური სიმებიანი საკრავების თანხლებით სიმღერა - „სალაღობო“ შეასრულა.  გუნდს ნანა ჭირაქაძე ხელმძღვანელობს. 

სკოლის დირექცია ქორეოგრაფიული სტუდიის და სიმღერის გუნდის წევრებს და მათ ხელმძღვანელებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203