ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებს დირექციამ საბავშვო წიგნები აჩუქა
26-04-2018
„ვაშა, ჩვენ უკვე კითხვა ვიცით!“ - ვარდისუბნის საჯარო სკოლის I ბ კლასის მოსწავლეებმა საანბანო პერიოდი წარმატებით დაასრულეს. 

გაკვეთილს, დაპირებისამებრ, სკოლის დირექტორი მანანა ბახტურიძე და სკოლის ბიბლიოთეკის გამგე ოლეგ გრიგალაშვილი დაესწრნენ. 

მანანა ბახტურიძემ ცოდნის მატარებელში ბოლო ასო-ბგერა ჩაწერა და ბავშვებს ამ ეტაპის წარმატებით დასრულება მიულოცა.

ამ დღის აღსანიშნავად ოლეგ გრიგალაშვილმა  მოსწავლეებს საჩუქრად საბავშო წიგნები გადასცა, საანბანო პერიოდის დასრულება მიულოცა და ბიბლიოთეკაში დაპატიჟა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203