რუსთავის N17 საჯარო სკოლაში დედა ენის დღესთან დაკავშირებით თეატრალური წარმოდგენა გაიმართა
26-04-2018
რუსთავის N17 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში დედა ენის დღესთან დაკავშირებით რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. 

დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ქართული ენას ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა და მშობლიური ენის შესახებ ქართველი მწელების ციტატები წაიკითხეს. 

საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა კი დედა ენის დღის მნიშვნელობაზე და 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებზე ისაუბრეს. 

მოსწავლეებმა ასევე თეატრალური წარმოდგენა დადგეს. 

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება. 

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203