„გვინდა, სუფთა იყოს ჩვენი ლამაზი სოფელი“ - ზემო კარაბულახის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა დასუფთავების აქცია გამართეს
30-03-2023
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კარაბულახის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები გარემოზე აქტიურად ზრუნავენ.
სკოლაში, სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, ჩატარდა დასუფთავების აქცია, სლოგანით - „გვინდა სუფთა იყოს ჩვენი ლამაზი სოფელი“.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დასუფთავების აქციაში მონაწილეობდნენ სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები, მოსწავლეები და სკოლაში დასაქმებული სოციალურად დაუცველი პირები
დასუფთავდა სკოლის მიმდებარე ტერიტორია, სოფელში არსებული მოსასვენებელი სივრცე და მდინარის მიმდებარე ტერიტორია.
„სკოლის ადმინისტრაციის სურვილია, რომ მსგავსი ტიპის აქციებს ჰქონდეს ხშირი სახე, რათა ყოველდღე სუფთა იყოს ჩვენი სოფელი“,- აღნიშნავენ სკოლაში.