სააღდგომოდ სოფლის კვერცხებს წითლად ღებავს ბებია. აპრიალებს ზეთით დედა უფ! რა ლამაზებია! გაზქურაში პასკა ცხვება, თეფშზე ღვივის ჯეჯილი, ბზის სურნელი ათბობს ჰაერს ისმის ჩიტის ჭიკჭიკი. მგალობელთა გუნდი გალობს მამა ანთებს სანთლებს. სასწაულის მოლოდინში პაპა ყვება ზღაპრებს. ცქმუტავენ და შესცქერიან პატარები ბებიას, რა მოითმენს აღდგომამდე ჯერ ხომ პარასკევია?! ხის კვერცხი აქვს დამალული ეშმაკუნა ლუკას და აღდგომის მოლოდინში იღიმება ჩუმად. * * * ( თიკა მჭედლიშვილი) ფერი წასვლია გოლგოთის აღმართს
უსულგულობა ატყვია ლურსმნებს,
გთხოვ მიუტევე მამაო ამათ,
ამბობ და გულში რას აღარ უძლებ...
ცა ცრემლს ვერ იტევს მაგდალინელის
სინანული კი პეტრესთან რჩება....
ამარცხებ სიკვდილს და სიცოცხლის წილ,
ჯვარცმულო ქრისტე დიდება შენდა..
მზე უცნაურად იწვის ზეცაზე
ბროწეულისფერ ღრუბლებს ვიოცებ,
და მაცხოვარო აღდგები კვლავაც
გული რაც უნდა ძლიერ გტკიოდეს....
|
ქრისტე აღდგა (აკაკი წერეთელი) მოსულან ნელსაცხებლითა, მკვდარი არსადა სჩანს!.. და მარჯვნივ მათ ეუბნება: „რად შეკრთით? მენელსაცხებლეთ აევსოთ აღდგა, ვინც სისხლი დაჰთხია |